23 ოქტომბერს ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი, თამაზ გამყრელიძე დაიბადა

23 ოქტომბერი ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის, თამაზ გამყრელიძის, დაბადების დღეა. ინფორმაციას და ფოტოს ეროვნული ბიბლიოთეკა აქვეყნებს.
თამაზ გამყრელიძე 2005–2013 წლებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი იყო.
ასევე: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (1974), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1964), ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების საპატიო წევრი (1971), ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (2006), ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS) ნამდვილი წევრი (2007), თბილისის საპატიო მოქალაქე (2000).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები