უშიშროების სამსახურის მთავარი ამოცანაა, რომ საფრთხე, რომელიც შესაძლოა, ქვეყანაში წესრიგს, კონსტიტუციურ წყობას ემუქრებოდეს, პრევენციულად იყოს აღკვეთილი – ირაკლი ქადაგიშვილი
სამოქალაქო არეულობის მოწყობის საქმეზე სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა.
„გამოძიებას ჰქონდა უამრავი მასალა მოპოვებული. ჩატარდა შესაბამისი გამოკითხვები. პრევენცია მუშაობს და ასეთი საფრთხეები თავიდანაა აცილებული. უშიშროების სამსახურის მთავარი ამოცანაა, რომ საფრთხე, რომელიც შესაძლოა, ქვეყანაში წესრიგს, კონსტიტუციურ წყობას ემუქრებოდეს, პრევენციულად იყოს აღკვეთილი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.