„შეუძლებელია, ომი დაიწყო იმიტომ, რომ უკრაინაში მეოთხეხარისხოვანმა პოლიტიკოსმა ვიღაცას რაღაც მოუწოდა“ – ალექსანდრე რაქვიაშვილი დანილოვის განცხადებაზე
“შეუძლებელია, ომი დაიწყო იმიტომ, რომ უკრაინაში მეოთხეხარისხოვანმა პოლიტიკოსმა ვიღაცას რაღაც მოუწოდა”, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებას.
„დავესესხები არესტოვიჩს, რომელმაც თქვა, რომ თუ გინდათ, იპოვოთ ყველაზე უსაქმური თანამდებობა და უსაქმური ადამიანი, უნდა შეხედოთ დანილოვსო. თუ უკრაინელები და უკრაინელი პოლიტიკოსები მის განცხადებას ყურადღებას არ აქცევენ, მგონი, განსაკუთრებულად არც ჩვენ უნდა ვინერვიულოთ“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა:
„ჯერ კიდევ შარშან ვამბობდი, რომ თუ საქართველო და მოლდოვა დაიწყებდნენ თავიანთი ტერიტორიების რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებას, ამ საკითხს უფრო მალე მოვაგვარებდით, თუმცა ეს მათი მთავრობების გადასაწყვეტია“, – განაცხადა მან.