“ის, რომ რუსული ბაზების გაყვანის გარკვეული ეტაპი ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდს დაემთხვა, არ ნიშნავს, რომ ამ პიროვნებას ბაზების გაყვანაში რამე როლი მიუძღვის” – ირაკლი ბერაია

საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, რუსული ბაზების გაყვანის რაღაც გარკვეული ეტაპი სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდს რომ დაემთხვა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ პიროვნებას ბაზების გაყვანაში რაიმე როლი მიუძღვის.

„ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, შეთანხმება მიღწეულ იქნა 1999 წელს. გაფორმდა კიდეც ეს ყველაფერი იურიდიულად. დაიწყო გაყვანის პროცესი და ის, რომ ამ გაყვანის პროცესის რაღაც გარკვეული ეტაპი დაემთხვა ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდს, არ ნიშნავს იმას, რომ ამ პიროვნებას ბაზების გაყვანაში რამე როლი მიუძღვის“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები