„ოპოზიციამ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო, მათ შორის, ისეთი, რომელიც საჯაროდ არ ითქმის, მოვისმინეთ მადლობები მათი მხრიდან“ – შალვა პაპუაშვილი სუს-ის ანგარიშზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გუშინ პარლამენტში მიმდინარე სუს-ის ანგარიშის მოსმენას გამოეხმაურა.

„ძალიან კარგი და ხანგრძლივი მსჯელობა გვქონდა (სუს-ის ანგარიშის მოსმენის სხდომაზე). დახურული ფორმატი ყოველთვის ამართლებს ხოლმე. მათ შორის, ოპოზიციის ძალიან კონსტრუქციული ჩართულობა იყო. ყველა კითხვაზე მათ მიიღეს ამომწურავი პასუხი, მათ შორის, ისეთი პასუხები, რომლებიც საჯაროდ არ ითქმის. მოვისმინეთ მადლობები ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. რაც შეეხება ამ სისხლის სამართლის საქმეს (დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმე), რომელიც მიმდინარეობს, ყველაზე სწორი და ზუსტი შეფასება გააკეთა სუს-ის ხელმძღვანელმა, რომ რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია, მათ აქვთ მოტივაცია.

ის ტესტები, რაც საჯაროდაც იყო გამოსული ე.წ ტრენინგიდან, ისედაც თავის თავზე მეტყველებს. სამწუხაროა, რომ დღემდე სათანადო განმარტებები და ამ პროცესებისგან გამიჯვნა დონორი ორგანიზაციებისგან არ მოგვისმენია. უსაფრთხოების სამსახური იძიებს ამ საკითხს და საბოლოო წერტილამდეც მიიყვანს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები