ეროვნულ გალერეაში ლევან ხარანაულის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

 დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ლევან ხარანაულის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები მხატვრისა და მისი ახლობლების ოჯახებიდან არის თავმოყრილი და ისინი ლევან ხარანაულის ბიოგრაფიას გვაცნობს.
გამოფენის გახსნას სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, მხატვრის ოჯახის წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ლევან ხარანაული თბილისში 1963 წელს დაიბადა. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი (ფარნაოზ ლაპიაშვილის კლასი). 1978 წლიდან სისტემატურად მონაწილეობს პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში საქართველოში და საზღვარგარეთ. მან მხატვრულად გააფორმა არაერთი წიგნი.
ლევან ხარანაული ხატავს იმას, რაც მის ირგვლივაა, რაც ახარებს, რაც უყვარს და რაც ადამიანურობას უნარჩუნებს.
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა გამოფენას 15 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები