“პარლამენტმა 2020 წლის დეკემბერში მიიღო რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ, მაშინ ოპოზიცია ქუჩა-ქუჩა დარბოდა” – ნიკოლოზ სამხარაძე
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პარლამენტმა 2020 წლის დეკემბერში მიიღო რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ და ამ დროს ოპოზიცია ქუჩა-ქუჩა დარბოდა.
„საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში მიიღო რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ, სადაც, მათ შორის, ჩინეთთან ურთიერთობებიც არის მოხსენიებული, ასევე, ჩამოთვლილია სხვა ქვეყნებიც, იაპონიაც და კორეაც, რომ საქართველო ესწრაფვის მათთან ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ჭრილში. მაშინ ჩვენი სასიქადულო ოპოზიცია ქუჩა-ქუჩა დარბოდა, არ შემოდიოდნენ პარლამენტში და შესაბამისად, არც დოკუმენტის შემუშავებაში მიუღიათ მონაწილეობა და, როგორც ჩანს, წაკითხულიც არ აქვთ“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.