სუს-ის ხელმძღვანელი: არ მგონია, ბატონ ბიძინას ისეთი რამეები ელაპარაკა ტელეფონში, რომელიც მის დანაშაულებრივ კავშირს ვინმესთან დაადასტურებდა
არ მგონია, ბატონ ბიძინას ისეთი რამეები ელაპარაკა ტელეფონში, რომელიც მის დანაშაულებრივ კავშირს ვინმესთან დაადასტურებდა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
ლილუაშვილი გამოეხმაურა რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს, სადაც სავარაუდოდ, რუსი ოლიგარქი, Sistemas-ს დამფუძნებელი, ვლადიმერ ევტუშენკოვი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ფიგურირებენ.
„გამიკვირდა მაინც და მაინც საქართველოს მაგალითზე გამოხატეთ აღშფოთება, თუმცა, მე შემძრა ამ ფაქტმა, რომ იმ გაერთიანებაში, სადაც შევდივართ, ეს საკითხი ჯერჯერობით დაურეგულირებელია, ვინაიდან, ტექნოლოგიური განვითარება, ალბათ, წინ ასწრებს ფიზიკურ შესაძლებლობას, რომ პრევენციული მეთოდებით ებრძოლო ამ დაზვერვას. ვინ გამოვიძიო ახლა? რომელი კომპანიის კერძო ოფისში და რომელ ქვეყანაში დავიწყოთ გამოძიება, საიდან მოხდა მოსმენა, სად წავიდეთ, რომელ სამსახურს მივმართოთ, პოლონეთია, ანტარქტიდაა თუ სად წავიდეთ? მე არ მგონია, ბატონ ბიძინას ისეთი რამეები ელაპარაკა ტელეფონში, რომელიც მის დანაშაულებრივ კავშირს ვინმესთან დაადასტურებდა, გავრცელებული ჩანაწერები არის ძალიან პრიმიტიულ დონეზე, ძალიან ღია ტექსტებით გამოხატული ურთიერთობა, რომელიც არ უკავშირდება არც ზეგავლენებს, არც დანაშაულს და ა.შ.
რა ვიცი ახლა გაეროს გენმდივანს თუ უსმენენ ბიძინა ივანიშვილს რატომ ვერ მოუსმენენ. არ არის ლოგიკა ამაში?“, – განაცხადა ლილუაშვილმა.