გრიგოლ ლილუაშვილი: მთავარი მტერი არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის მომხრე ძალები – რუსეთი რომ ოკუპანტია, ამაზე 5 საათი ვსაუბრობდი
მთავარი მტერი არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის მომხრე ძალები, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში 2022 წლის ანგარიშის წარდგენის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ქვეყნის მთავარი მტერი, ლილუაშვილმა უპასუხა: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს გამოკვეთილი სპეციფიკა – ყველაფერზე საჯაროდ არ განაცხადოს რასაც ფიქრობს და რა ინფორმაციაც აქვს“.
„რუსეთი რომ ოკუპანტია, ამაზე 5 საათი ვსაუბრობდი და ანგარიშშიც ნათქვამია და შეგიძლიათ ნახოთ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.