ბექა დავითულიანი: საქართველოს პრეზიდენტს, კონსტიტუციით, რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანების უფლება არ გააჩნია
მმართველი გუნდის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს, კონსტიტუციით, რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანების უფლება არ გააჩნია.
მისივე თქმით, თუ პრეზიდენტი მოინდომეს რომელიმე პარტიაში გაერთიანებას, მაშინ ის არჩევნების წინ თანამდებობიდან უნდა გადადგეს.
“საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციით არ გააჩნია რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანების უფლება. თუ ის მოინდომეს რომელიმე პარტიაში გაერთიანებას, მაშინ ის არჩევნების წინ პრეზიდენტის თანამდებობიდან უნდა გადადგეს და შეუერთდეს რომელიმე პოლიტიკურ გუნდს ან ირიბად მოახდინოს ეს მხარდაჭერა, ისე რომ უშუალოდ არ იყოს ჩართული ამ პოლიტიკურ პროცესში“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას.