„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მედიის თავდასხმის მსხვერპლთა კლუბში“ – შალვა პაპუაშვილი იაგო ხვიჩიას
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მედიის თავდასხმის მსხვერპლთა კლუბში“, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “გირჩის” დეპუტატს, იაგო ხვიჩიას პარლამენტში, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავდნენ.
მანამდე, იაგო ხვიჩიამ ისაუბრა იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ის მედიის წარმომადგენლებს იდიოტებს უწოდებს. მისი თქმით, მას სურდა, ეპატაჟი მოეწყო და მედია გამოეფხიზლებინა.