„დავით წერედიანი – ავტოპორტრეტი” – მწერალთა სახლში დოკუმენტურ ფილმს უჩვენებენ

19 ოქტომბერს, 18.30 საათზე, მწერალთა სახლში დავით წერედიანის მოსაგონრად, დოკუმენტური ფილმის, „დავით წერედიანი – ავტოპორტრეტი“ – ჩვენება გაიმართება. ავტორი: ნინო ხოფერია,
რეჟისორი და ოპერატორი: ზვიად მიქელაძე.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმში არის მწერლის სიღრმისეული საუბრები დროთა კავშირზე, ლიტერატურაზე, საკუთარ შემოქმედებასა და ცხოვრებაზე. მას ყველაფერი კონკრეტული განზოგადებაში გადაჰყავს, მაშინაც კი, როდესაც საკუთარი ბიოგრაფიის დეტალებზე საუბრობს.
ფილმი შექმნილია მწერლის სიცოცხლეში და ამიტომაც დღეს ეს კადრები ემოციის აღმძვრელი და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები