ფრიდონ ინჯია პრეზიდენტს ურჩევს, თუ მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკა არ მოსწონს, გადადგეს
“ევროპელი სოციალისტების” ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს სალომე ზურაბიშვილს მიმართა.
ინჯიამ პრეზიდენტს ურჩია, თუ მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკა არ მოსწონს, გადადგეს.
„თუ თქვენ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, ქვეყნის ერთ-ერთი კონსტიტუციური ინსტიტუტის წარმომადგენელს, არ მოგწონთ ამ ხელისუფლების პოლიტიკა და ამასთანავე გინდათ, პოლიტიკურ ველზე დარჩეთ, გადადექით. მაშინ გექნებათ ორი გზა – პირველი, შექმნათ პოლიტიკური პარტია ან არასამთავრობო ორგანიზაცია და ამით იბრძოლოთ იმ იდეალების განსახორციელებლად, რომლებიც თქვენ მიგაჩნიათ სწორად. ან მეორე, თუ მიგიღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, გაწევრიანდეთ და ეცადოთ, იქიდან იბრძოლოთ ხელისუფლებისთვის, რადგანაც ეს უფლებამოსილება, რომელიც თქვენ, როგორც პრეზიდენტს გაგაჩნიათ, ჯერჯერობით თქვენ არ მიგიღიათ, ამიტომ ხალხის სახელით არ შეგიძლიათ, ისაუბროთ და ამას ახლა დაემატა ის, რომ ახლა და მომავალში თქვენ მთავრობის სახელითაც არ გექნებათ უფლება, ისაუბროთ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.