თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მე-11 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნა

კონსერვატორიის დიდ დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მე-11 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი.
17 ოქტომბერს თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: თამარ ლიჩელი, ლიზი რამიშვილი, ლევან ცხადაძე.
შემდეგი დღეების პროგრამა:
19 ოტომბერი – ლუიჯი კაროჩას კონცერტი (ფორტეპიანო, იტალია). თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზი.
20 ოქტომბერი – ფინგინ კოლინსის კონცერტი (ფორტეპიანო, ირლანდია). თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი.
21 ოქტომბერი – ვალერიან შიუკაშვილის კონცერტი. თ.ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გახსნა. სასტუმრო ბორჯომი-ლიკანი.
22 ოქტომბერი – გიგი პიანომენის კონცერტი და მისი პიესის – „ერთგულება” – ნოტის პრეზენტაცია (მუს.და ტექნიკური რედაქტორი ა.გიორგობიანი). სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი”.
24 ოქტომბერი – თ.ამირეჯიბის სახ. პიანისტთა IX საერთაშორისო კონკურსის საზეიმო დახურვა და გამარჯვებულთა გალა-კონცერტი. სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები