ლევან ხარანაულის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

19 ოქტომბერს, 19:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ლევან ხარანაულის პერსონალური გამოფენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები, ჩამოხსნილი მხატვრისა და მისი ახლობლების სახლების კედლებიდან, ლევან ხარანაულის მთელ ბიოგრაფიას გვაცნობს
ლევან ხარანაული თბილისში 1963 წელს დაიბადა.1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი (ფარნაოზ ლაპიაშვილის კლასი).
1978 წლიდან სისტემატურად მონაწილეობს პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში საქართველოში და საზღვარგარეთ. მხატვრულად გააფორმა არაერთი წიგნი.
ლევან ხარანაული ხატავს იმას, რაც მის ირგვლივაა, რაც ახარებს, რაც უყვარს და რაც ადამიანურობას უნარჩუნებს.
გამოფენა 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები