ბექა დავითულიანი: რადიკალური ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი რაღაცნაირად ერთად წარმართავენ პროცესს კანდიდატის სტატუსის მიღების წინ
“ის ცდილობს, რომ მის მიმართ გაჩენილი პრეტენზია გადაიყვანოს პოლიტიკური ჭრილში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღების წინ რადიკალური ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი პროცესს ერთად წარმართავენ.
“ის ცდილობს, რომ მის მიმართ გაჩენილი პრეტენზია გადაიყვანოს პოლიტიკური ჭრილში, ანუ ის სამართალდარღვევა, კონსტიტუციის დარღვევა, რომელიც ჩაიდინა გადაიყვანოს პოლიტიკურ ჭრილში და შეეცადოს პოლიტიკური ქულების დაწერას. მოემზადოს მომავალ არჩევნებზე პოზიციის დასაფიქსირებლად.
რადიკალური ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი რაღაცნაირად ერთად წარმართავენ პროცესს კანდიდატის სტატუსის მიღების წინ, მათ შორის, ერთ-ერთი საბაბი ისიც არის ამ მთელი პოლიტიკური პროცესის, რომ მიიწერონ მაქსიმალურად კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ქულები”, – აცხადებს ბექა დავითულიანი.