ხატია დეკანოიძე: პრეზიდენტის გასამართლება და გადაყენება იმისთვის, რომ იგი მაკრონს შეხვდა და წავიდა ევროპაში, ძალიან ცუდია საქართველოს რეპუტაციისთვის

“პრეზიდენტის გასამართლება და გადაყენება იმისთვის, რომ იგი მაკრონს შეხვდა და წავიდა ევროპაში, ძალიან ცუდია საქართველოს რეპუტაციისთვის”, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, მისთვის ეს პროცესი რთულია.

„მე არავითარი კითხვები არ მაქვს. ჩემთვის ეს არის მთლიანად ძალიან რთული პროცესი. თუ პრეზიდენტს სურს, რომ არც განხილვაზე და არც კენჭისყრაზე ოპოზიცია არ შევიდეს და მარტო იყოს და მარტო გასცეს კითხვებს პასუხები, რა თქმა უნდა, მე შემიძლია, გავითვალისწინო მისი ეს სურვილი მარტივად“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში დღეს გაიმართება. საკითხის განხილვა 12:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები