“დღეს ოფიციალურად გაფორმდება, რომ სალომე ზურაბიშვილი არის „ნაცების“ პრეზიდენტი” – რატი იონათამიშვილი

“დღეს ოფიციალურად გაფორმდება, რომ სალომე ზურაბიშვილი არის „ნაცების“ პრეზიდენტი და როგორც არ უნდა დასრულდეს იმპიჩმენტის პროცესი, მას მოუწევს ძალიან მძიმე ტვირთის ტარება”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„დღეს ოფიციალურად გაფორმდება, რომ სალომე ზურაბიშვილი არის „ნაცების“ პრეზიდენტი და როგორც  უნდა დასრულდეს იმპიჩმენტის პროცესი, მას მოუწევს ძალიან მძიმე ტვირთის ტარება, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი, რომ ის უმადურად ეპყრობა საკუთარ ამომრჩეველს და ხელს უშლის და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას. რაც შეეხება ოპოზიციასთან თანამშრომლობის ნაწილს, ფაქტია, რომ ისინი კოორდინირებულად მუშაობენ. პროცესი იმართება რეგლამენტის სრული დაცვით. რაც შეეხება პრეზიდენტის ამბიციებს, რომ მას აქვს იმის სურვილი, რომ იყოს შოუ, შეიძლება მას შოუსკენ უფრო მეტი მიდრეკილება ჰქონდეს, ვიდრე თუნდაც კონსტიტუციის პატივისცემისკენ, მაგრამ ეს მისი პრობლემაა და სხვა არაფერი“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

დღეს პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები