ბექა ლილუაშვილი: იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ, რეგისტრაციასაც არ გავივლით
“დღევანდელ იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ, რაც გულისხმობს იმას, რომ საერთოდ რეგისტრაციასაც არ გავივლით”, – ამის შესახებ “საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საკუთარ გუნდზე პასუხისმგებლობას იღებს.
“იმდენად მძიმე გარემო გვაქვს. ვიცით, გუშინ მდინარაძემაც დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ფარულად, ცალკეულ დეპუტატებთან და ეს სანახევრო სიმართლეა, რადგან რეალურად ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ არა მხოლოდ ცალკეულ დეპუტატებთან, არამედ ცალკეულ პარტიებთანაც, ამიტომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებიდან რაციონალურ მოლოდინს ვერ ვხედავ, ყველასგან მაქვს მოლოდინი ამ ცდუნებაში შესვლის, რასაც შეიძლება “ქართული ოცნებიდან” სთავაზობდნენ. შემიძლია, პასუხისმგებლობა ავიღო ჩვენს გუნდზე”, – განაცხადა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში დღეს გაიმართება. საკითხის განხილვა 12:00 საათზე დაიწყება.