„დაგვიანებულიც კი იყო პროცესი“ – ბექა ოდიშარია ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე

მმართველი გუნდის წევრი, ბექა ოდიშარია პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ მოქალაქეობის შეწყვეტის ფაქტს გამოეხმაურა.

“მოულოდნელი არ არის. ქალბატონი პრეზიდენტის დისკრეცია გახლდათ და მოვალეობაც. დაგვიანებულიც კი იყო პროცესი იმიტომ, რომ მან მოითხოვა თუ არა, რატი ბრეგაძის უწყებამ მყისიერად მიაწოდა ყველა შესაბამისი დოკუმენტი, ამიტომ, შედეგიც დადგა. ეს არის ძალიან ბუნებრივი, კონსტიტუციასა და კანონთან შესაბამისობაში მოსული შედეგი”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, გუშინ გახდა ცნობილი, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს პრეზიდენტმა მოქალაქეობა შეუწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები