„ქართული პროზა კინოში“ – მწერალთა სახლში „სამანიშვილის დედინაცვლის“ კინოჩვენება გაიმართება
21 ოქტომბერს, 17.00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება კინოჩვენება „სამანიშვილის დედინაცვალი“.
რეჟისორი: კოტე მარჯანიშვილი. ნაწარმოების ავტორი: დავით კლდიაშვილი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კინოჩვენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელსაც გაუძღვებიან: ეროვნული კინოცენტრის კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსი, მანანა სურაძე და მწერალი, ესეისტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ეკა თხილავა.
კინოჩვენება გაიმართება მწერალთა სახლის ახალი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში – „ქართული პროზა კინოში“.
„ქართული პროზა კინოში“ აერთიანებს ლიტერატურისა და კინოს სფეროებს. ამ რეტროსპექტივაში წარმოდგენილია ქართული ფილმების მრავალფეროვანი არჩევანი, რომელიც შთაგონებულია როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედებით. ჩვენებები მწერალთა სახლში იმართება და ხელოვნების ორ სფეროს, ლიტერატურასა და კინემატოგრაფიას აერთიანებს.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.