„ჯვარცმული ლექსი“ – მწერალთა სახლში მერი ბიწაძის ლექსების კრებულს წარადგენენ
18 ოქტომბერს, 17:00 საათზე, მწერალთა სახლში მერი ბიწაძის ლექსების კრებულის „ჯვარცმული ლექსის“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პოეტის გარდაცვალებიდან 17 წლის შემდეგ, კრებული გამოსცა ჟურნალისტმა გიორგი ლალიაშვილმა. წიგნის რედაქტორია: თამარ შაიშმელაშვილი.