„სწორედ ამისკენ იყო მისი ყველა ნაბიჯი მიმართული, რომ განუკითხაობის აღქმა მოხდეს საზოგადოებაში“ – გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილზე
“კონსტიტუციის ასეთი სისტემური იგნორირება უნდა ყოფილიყო განხილული, როგორც მიზანმიმართული ქმედება იმისათვის, რომ საზოგადოებაში განუკითხაობის აღქმა გაჩენილიყო”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს თემა მოიტანს გარკვეულ დაძაბულობას, უსიამოვნო ვითარებას, მაგრამ არის ერთი მთავარი თემა, საქართველოს ხვალინდელი დღე, მისი ევროპული მომავალი, რასაც არათუ ხელს უწყობს, პრინციპულად წინააღმდეგობაში მოდის ის, რაც პრეზიდენტმა აკეთა. აქედან უნდა გამოვიდეთ. განუკითხაობის აღქმა უნდა მოხდეს საზოგადოებაში და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ სწორედ, ამისკენ იყო მისი ყველა ნაბიჯი მიმართული“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.