გიორგი ვოლსკი: არ წამიკითხავს სამი მოსამართლის მოსაზრება და ძალიან მეეჭვება, რომ დადონ რამე, რაც განსხვავდება ადვოკატების უნიათო მტკიცებულებებისგან
“მე არ წამიკითხავს სამი მოსამართლის მოსაზრება და ძალიან მეეჭვება, რომ დადონ რამე, რაც განსხვავდება ადვოკატების უნიათო მტკიცებულებებისგან, თითქოს სალომე ზურაბიშვილი ერისთვის იღვწის და ამიტომ უნდა დაარღვიოს კონსტიტუციის მუხლი”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, გარკვეულმა თემებმა პრეზიდენტის მიმართ უარყოფითი მუხტი დააგროვა.
„რასაკვირველია, პრეზიდენტის სიმბოლო, სახელებისა და გვარების გარეშე, არის ერის წარმომადგენლობა და სინდისი, იმდენად, რამდენადაც მას უნდა ჰქონდეს საერთო სახალხო მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა მივიღე და დროშით წინ წაგიძღვებით – ამ სიტყვებს, რაც ქალბატონმა სალომემ წარმოთქვა, არანაირი წონა არ აქვს და გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი აქვს. როდესაც უშვერი სიტყვებით გაგინებს ერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც დღეს მხარში გიდგას, როდესაც შენს ამომრჩევლებს ეუბნები, რომ მომივარდითო, რეალურად კი, ამ ადამიანებს სულ სხვა მიზნები პათოსი აქვთ, რომ შენ ხალხთან ხარ, მაგრამ ცოტა უფრო მაღლა – ამ თემებმა დააგროვა საზოგადოებაში ერთგვარი უარყოფითი მუხტი და დამოკიდებულება პრეზიდენტის მიმართ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.