ევროკავშირი ღაზას მიმართულებით, ეგვიპტის გავლით, ჰუმანიტარულ საჰაერო დერეფანს გახსნის

მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დიპლომატიური მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, ევროკავშირმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის მიზნით ძალისხმევა განაახლა.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ღაზის მიმართულებით, ეგვიპტის გავლით, ჰუმანიტარული საჰაერო დერეფანი გაიხსნება.

„რამდენიმე რეისი“ გადაიტანს წამლებს, ჰიგიენურ კომპლექტებს და თავშესაფრისთვის საჭირო ნივთებს UNICEF-ისგან, რომლებიც ამ ტერიტორიაზე არსებულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს გადაეცემათ.

„ღაზაში მყოფ პალესტინელებს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებათ და მათ არ შეუძლიათ „ჰამასის ბარბაროსობის“ ფასის გადახდა“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო. თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები