„ჰამასის“ სამხედრო სპიკერმა განაცხადა, რომ ღაზაში დაახლოებით 200-დან 250-მდე ისრაელელი ტყვე ჰყავთ.
პალესტინური დაჯგუფების მტკიცებით, მძევლებს „ეთიკისა და ჰუმანიტარული სამართლის დაცვით ექცევიან“.
როგორც „ჰამასში“ აცხადებენ, რომ მათ სხვა ეროვნების მძევლებიც ჰყავთ და როდესაც შესაბამისი გარემოებები დადგება, მათ გაათავისუფლებენ.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო. თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.