ბრიუსელის ცენტრში სროლა იყო – არიან დაღუპულები და დაშავებულები

ბრიუსელის ცენტრში სროლა იყო. შეიარაღებულმა პირმა AK-47 ტიპის იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა.

უცხოური მედიის ცნობით, დაღუპულია შვედეთის 2 მოქალაქე, თუმცა, შესაძლოა, მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

პროკურატურის ინფორმაციით, დამნაშავემ ადგილიდან მიმალვა შეძლო.

ამასთან, როგორც BBC-ი იუწყება, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც მამაკაცი არაბულად საუბრობს და აცხადებს, რომ თავდასხმა ღვთის სახელით განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები