პალესტინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა რაფაში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად. თავდასხმის სამიზნე მრავალსართულიანი სახლი იყო, რომელიც ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა.
სამინისტროს განცხადებით, ავიაიერიში წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოხდა.
ამ ეტაპზე, ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა.