ქალაქის თეატრი სეზონს პრემიერით გახსნის
21, 22 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ქალაქის თეატრში, სეზონი პრემიერით გაიხსნება. ორგანიზატორების ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება კომედია ერთ მოქმედებად – „კობა”.
,,…იქნებ იმიტომ ვერ ვხედავ ჩემ განვლილ ცხოვრებას, რომ ჯერ ადრეა სიკვდილი?! იქნებ ჯერ რამე უნდა მოვინანიო?!. იფიქრე კობა, რატომ ხარ აქ და ახლა?! მაშინ, როდესაც ტყემლის და ნუშის კვირტები, გაზაფხულის პეტარდები ასაფეთქებლად ემზადებიან.
…ჩემ ხელში ისეთი იარაღია, რომელიც სამყაროს უკეთესს გახდის… ან პირიქით… ეს ხელოვნებაა, პოეზია“…
რეჟისორები: კოკო როინიშვილი, გიორგი კიკნაძე; მხატვარი: ბარბარა ასლამაზაშვილი; ქორეოგრაფი: თინათინ წულაძე; მუსიკალური გამფორმებელი: ზურაბ გაგლოშვილი.
მონაწილეობენ: ნოდარ ძოწენიძე, სოფო სებისკვერაძე, აშოტ სიმონიანი
პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით.
მისამართი: თამარ მეფის გამზირი №18.