ჯო ბაიდენი: ისრაელის მიერ ღაზას ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება

ისრაელის მიერ ღაზას ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი. CBS News-თან ინტერვიუში აღნიშნავს.
მისი განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ისრაელი იმოქმედებს ომის წესების შესაბამისად და ღაზაში უდანაშაულოებს ექნებათ შესაძლებლობა ჰქონდეთ წვდომა მედიკამენტებზე, საკვებსა და წყალზე.

ამერიკის პრეზიდენტის ამ გამოსვლას უკვე გამოეხმაურა ისრაელის ელჩი – გილად ერდანი ამბობს, რომ ისრაელი ღაზას ოკუპაციით დაინტერესებული არ არის და მისი მიზანი “ჰამასის” ტერორისტული შესაძლებლობების სრული აღმოფხვრაა.

დღეს ისრაელში ბრუნდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ, ენტონი ბლინკენი თელ-ავივში ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. ისრაელში იმყოფებიან ამერიკელი სენატორებიც – გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ისრაელისთვის ვაშინგტონი სამხედრო დახმარების პაკეტს აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები