ონში, ბეერშევას პარკში, ხელოვნურსაფარიანი, მინი სტადიონის მოწყობა მიმდინარეობს

ქალაქ ონის ბეერშევას პარკში ხელოვნურსაფარიანი, მინი სტადიონის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ მერიაში აცხადებენ.

“პროექტი აკმაყოფილებს სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის, მასტერ ლიგის სტანდარტებს, სადაც თამაში მიმდინარეობს 7×7-ზე, 1 მეკარისა და 6 ფეხბურთელის მონაწილეობით.

ამ დროისთვის დასრულებულია პირველი ეტაპის სამუშაოები. დამუშავდა მოედნის გრუნტი, მოეწყო მოედნის პერიმეტრის წერტილოვანი საძირკვლები, ასევე რკინაბეტონის საყრდენი კედელი და სადრენაჟე სისტემა ღორღის ფრაქციით.

მოედნის კეთილმოწყობაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან – 255 999 ლარი გამოიყო. რომელის დასრულება 2023 წლის ნოემბრის თვეში იგეგმება”,- აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები