ნიკოლოზ სამხარაძე: პოლონეთში წინასაარჩევნო გარემო საკმაოდ დაძაბული იყო, იქიდან გამომდინარე რომ პოლარიზაციის ხარისხი ძალიან მაღალია

“წინასაარჩევნო გარემო საკმაოდ დაძაბული იყო, იქიდან გამომდინარე რომ პოლარიზაციის ხარისხი პოლონეთში ძალიან მაღალია. ეს შეიმჩნევა მედიაშიც”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკასთან” საუბრისას განაცხადა, რომელიც კოლეგებთან ერთად პოლონეთში საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება.

მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა შედეგით დასრულდება არჩევნები.

„იყო ურთიერთბრალდებები წინასაარჩევნო კამპანიის დროს, სიძულვილის ენა. ეს იქიდანაც გამომდინარეობს, რომ ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან მმართველი პარტია და ძირითადი ოპოზიციური პარტია, მათ შორის განსხვავება ძალიან მცირეა. ჩვენ ჯერჯერობით რა თქმა უნდა არ ვიცით, რა შედეგებით დასრულდება არჩევნები“, – აღნიშნა სამხარაძემ.

ცნობისთვის, პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები