პაატა მანჯგალაძე: იმპიჩმენტის პროცედურა არის სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხი, მაგრამ ჩვენთან 100%-ით პოლიტიკურია
“იმპიჩმენტის პროცედურა არის სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხი, მაგრამ ჩვენთან 100%-ით პოლიტიკურია”,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, მას არ ჰგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სამართლის ლოგიკის შესაბამისი, კონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღოს.
“ჩვენთვის ეს არის ფარსი. არ მივიღებთ მონაწილეობას, რადგან შეიძლება ვიღაცამ დააჭიროს ხელი და შემდეგ მის ნაცვლად მთელმა ოპოზიცია უნდა იმართლოს თავი. ზოგადად, იმპიჩმენტის პროცედურა არის სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხი, მაგრამ ჩვენთან 100%-ით პოლიტიკურია ეს საკითხი. არ მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სამართლის ლოგიკის შესაბამისი, კონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღოს”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.