გიორგი კახიანი: იმ გადმოსახედიდან, რომ კონსტიტუციის დაცვა არის უზენაესი ღირებულება, ოპოზიციამაც სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

“დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ უკვე პარლამენტში განვიხილოთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი და კენჭისყრები ჩავატაროთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმ გადმოსახედიდან, რომ კონსტიტუციის დაცვა არის უზენაესი ღირებულება, ოპოზიციამაც სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენ არ გვაქვს ხმების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუწყდეს. ვნახოთ რა პოზიციას დაიჭერს ოპოზიცია. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ იმ გადმოსახედიდან, რომ კონსტიტუციის დაცვა არის უზენაესი ღირებულება, ოპოზიციამაც სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ასეთ შემთხვევაში“, – განაცხადა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები