ნინო წილოსანი: საკონსტიტუციო სასამართლო სამართლებრივ ჭრილში განსჯის პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს
„საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს კონსტიტუციის ირგვლივ და სამართლებრივ ჭრილში განსჯის პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი აცხადებს.
მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევა, მათ შორის პრეზიდენტის მიმართ ნდობის დაკარგვა კონკრეტულ პოლიტიკურ აქტში ყოფილიყო ასახული.
“თუ გადაწყვეტილება დადებითი იქნება, პროცესი პარლამენტში გადმოინაცვლებს. მიუხედავად იმისა, რომ “ქართულ ოცნებას” არ ჰყოფნის მანდატები იმპიჩმენტის ბოლომდე წარმატებით დასასრულებლად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევა და მათ შორის პრეზიდენტის მიმართ ნდობის დაკარგვა ასახული ყოფილიყო კონკრეტულ პოლიტიკურ აქტში“, – განაცხადა წილოსანმა.