გაეროს გენერალური მდივანი ისრაელის ხელისუფლებას ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს

TOPSHOT - Riding a donkey drawn cart as family along with hundreds of other Palestinian carrying their belongings flee following the Israeli army's warning to leave their homes and move south before an expected ground offensive, in Gaza City on October 13, 2023. Palestinians carried belongings through the rubble-strewn streets of Gaza City on October 13, in search of refuge as Israel's army warned residents to flee immediately before an expected ground offensive in retaliation against Hamas for the deadliest attack in Israeli history. (Photo by MAHMUD HAMS / AFP) (Photo by MAHMUD HAMS/AFP via Getty Images)

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ისრაელის ხელისუფლებას ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ გუტერეშის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ისრაელის სამხედროებმა ღაზას ჩრდილოეთით მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.

„გუშინდელი საღამოს შემდეგ გაეროს გენერალური მდივანი და მისი გუნდი სატელეფონო საუბრებს მართავენ. გუტერეში მუდმივ კონტაქტშია ისრაელის ხელისუფლებასთან და მოუწოდებს მათ, თავიდან აიცილონ ჰუმანიტარული კატასტროფა“, – აღნიშნა სტეფან დუჟარიკმა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე.

მანვე დასძინა, რომ გუტერეშს ასევე ჰქონდა სატელეფონო საუბრები ნიუ-იორკში მუდმივ წარმომადგენლებთან და რეგიონის სხვა ოფიციალურ პირებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები