ანალენა ბერბოკი: „ჰამასი“ ღაზას ფარად იყენებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, რომელიც ისრაელში იმყოფება, ღაზას საზღვართან მდებარე ქალაქ ნეტივოტს ეწვია.

ისრაელელ კოლეგასთან, ელი კოენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ბერბოკმა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობაზე ისაუბრა და პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი „ჰამასს“ დააკისრა.

„ჰამასი“ ახლა უდანაშაულო ადამიანების უკან დგას და ღაზაში მათ ფარად იყენებს. „ჰამასმა“ ღაზას მთელი მოსახლეობა მძევლად აიყვანა. მათი გვირაბები, მათი იარაღის საწყობები და სამეთაურო ცენტრები განზრახ განლაგებულია საცხოვრებელ კორპუსებში, სუპერმარკეტებსა და უნივერსიტეტებში. შესაძლოა, საავადმყოფოებშიც კი“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები