გორის მერი საკალათბურთო კლუბ ,,ივერიონის“ წევრებსა და ხელმძღვანელობას შეხვდა

გორის მუნციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი საკალათბურთო კლუბ ,,ივერიონის“ წევრებსა და ხელმძღვანელობას შეხვდნენ.

საქართველოს სუპერლიგაში, რომელიც უახლოეს დღეებში აიღებს სტარტს – ,,ივერიონი“ პირველად იასპარეზებს.

კლუბი, რომელიც 2 წლის წინ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაარსდა, გასულ წელს, ქვეყნის ჩემპიონატის ჯერ „ა ლიგაში,“ შემდეგ კი ფლეი-ოფში წარმატებით გამოვიდა და სუპერლიგის საგზურიც მოიპოვა.

შეხვედრაზე, კლუბის ხელმძღვანელებმა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა – ,,ივერიონის“ მიზნებსა და ახალ ამოცანებზე ისაუბრეს.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა წარმატებები უსურვა გუნდს და იმედი გამოთქვა, რომ „ივერიონი“ სუპერლიგაში ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება და ღირსეულად წარმოაჩენს გორს.

პირველ მატჩს სუპერლიგაში, „ივერიონი“ 21 ოქტომბერს, გორის სპორტის სასახლეში გამართავს და გურჯაანის ,,დელტას“ შეხვდება.

„ივერიონში“, როგორც დიდების, ისე სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში 150 მდე კალათბურთელია, რომლებსაც კვალიფიციური მწვრთნელები ავარჯიშებენ და ეს გუნდები გამოდიან სხვადასხვა ასაკობრივ შეჯიბრებებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები