გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.

“სარეაბილიტაციო მონაკვეთი ცენტრალური მაგისტრალიდან იწყება და ზემო სობისამდე გრძელდება.
მისი სიგრძე 6 633 მეტრია.
პროექტის ფარგლებში ასფალტი იგება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ეზოებში შესასვლელებში და გზის მიერთებებზე. მიმდინარეობს ასევე სანიაღვრე სისტემის მოწყობა, რომელიც ამ დრომდე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე არ არსებობდა.
პროექტის ღირებულება 3 887 000 ლარია.
წლების განმავლობაში დაზიანებული გზის საფარის გამო გადაადგილება უჭირდათ როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ქვეითებს.
პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება”,- წერია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები