ქუთაისში საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ილო“ გაიხსნა

ქუთაისში საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ილო“ გაიხსნა. ფოტოფესტივალი ფოტოგრაფ ილო ხახიაშვილის ძეგლის პატივგებით დაიწყო, საკონკურსო ფოტოები კი „თიბისი ბანკის“ საგამოფენო სივრცეშია წარმოდგენილი.

წელს ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოს 7 ქვეყნის (საქართველო, საფრანგეთი, ნიდერლანდები, უკრაინა, ბელგია, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი ) ფოტოხელოვანები და ფოტომოყვარულები.
ფესტივალის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე.

„ქუთაისში საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ილო“ გაიხსნა. ფოტოფესტივალი 17 წელია უკვე, რაც ტარდება და გასულ წელს მას საერთაშორისო სტატუსი მივანიჭეთ.
ფოტოკონკურსის მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი მოყვარული და პროფესიონალი ფოტოგრაფები, ხელი შეუწყოს ქუთაისში ფოტოგრაფიის განვითარებას და ამ მიმართულებით ჩვენი ქალაქის წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე. „- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასები და ფოტოსესიები, მონაწილეებისთვის მოეწყობა ტურები ქუთაისის და იმერეთის გასაცნობად. საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ილო“ დაიხურება 15 ოქტომბერს. დახურვის ცერემონიალზე, პროფესიონალური ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს ფესტივალის მთავარი და სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები