“აშშ სიონისტური რეჟიმის დანაშაულების თანამონაწილეა” – რაისი

ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ ამერიკა ისრაელის “სიონისტური რეჟიმის” ყველა დანაშაულშია თანამონაწილე.

ამის შესახებ მან ფარსის პროვინციაში ქალაქ როსტამის მოსახლეობის წინაშე გამოსვლისას თქვა.

“სიონისტური რეჟიმი, რომელიც დღეს კლავს ბავშვებს, ჩაგრავს და ანადგურებს ღაზას სექტორს. ქვეყნებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ამ რეჟიმს, უნდა იცოდნენ, რომ ისინი მონაწილეობენ მის ბოროტმოქმედებაში. დღეს ამერიკა სიონისტური რეჟიმის ყველა დანაშაულის თანამონაწილეა. 75 წლის განმავლობაში პალესტინელ ხალხს ავიწროებდნენ, უნადგურებდნენ სახლებს, კლავდნენ მათ ქალებსა და ბავშვებს”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები