თბილისობისადმი მიძღვნილი ტრადიციული გამოფენა გაიხსნება
15 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში თბილისობისადმი მიძღვნილი ტრადიციული გამოფენა გაიხსნება.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, გია აფხაზავამ პანდემიის პერიოდის კარჩაკეტილობა ძველი თბილისის კარგახსნილობით ჩაანაცვლა. „მის მიერ შექმნილი ძველი თბილისის უბნების მინიატიურული მაკეტები, სახლებით, კაფეებით, ლამპიონებით გაჩახჩახებულ ქუჩებში მოსეირნე სტუმარ-მასპინძლით კიდევ ერთხელ აღმოგაჩენინებთ თბილისს.
გიორგი ვარსიმაშვილის ფოტოებზე ასახული მოხატული სადარბაზოები, ბინების შიდა ინტერიერი კი მტკვრის გაღმა-გამოღმა შემორჩენილ და ბევრისათვის უცნობ თბილისში გიმასპინძლებთ და მის მოფრთხილება-შენარჩუნებაზე დაგაფიქრებთ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.