გორის მერია: “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2023” – ის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2023” – ის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტები მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით მუნიციპალიტეტის 112 დასახლებულ პუნქტში შეარჩია.

„თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მათი ნაწილი დასრულებულია, ნაწილი კი მიმდინარეობს.

სამუშაოების ჯამური ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.

გორის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” 2023 წელს დაგეგმილი პროექტები:

 გარეგანათების მოწყობა – 19 სოფელი;
ოლოზი, თხილნარა, არაშენდა, საქაშეთი, ახალშენი, კარალეთი, დიდი გარეჯვარი, პატარა გარეჯვარი, ქერე, კვარხეთი, ზემო ხვითი, მეღვრეკისი, ტყვიავი, ველები, უფლისციხე, ფხვენისი, ძევერა, სათემო, ქიწნისი;
 გზების კეთილმოწყობა – 20 სოფელი;
დიდი ატენი, ფუხაანთუბანი, ჭეჭელანთუბანი, ჯებირი, ახალუბანი, ბერბუკი, ქვემო ბოშური, ბერშუეთი, ქვემო ახალსოფელი, მერეთი, ზარდიაანთკარი, კარბი, მეჯუდისპირი, ზემო ნიქოზი, ფლავისმანი, ნაწრეტი, წითელუბანი, შინდისი, ქვემო ხვითი, ღვარები;
 შენობების კეთილმოწყობა – 3 სოფელი;
არბო, დიდი მეჯვრისხევი, ბროწლეთი;
 სანიაღვრეების მოწყობა/რეაბილიტაცია – 8 სოფელი;
ჯარიაშენი, ზემო რეხა, თორტიზა, სკრა, კოშკები, პატარა გორიჯვარი, ქვემო რიეთი, ტირძნისი;
 სარწყავი წყლის სისტემების მოწყობა – 7 სოფელი;
პატარა ატენი, დეგეულა, წედისი, გუგუტიაანთკარი, კოშკა, ქვემო ნიქოზი, ფლავი;
 სასაფლაოების შემოღობვა – 10 სოფელი;
ოლოზი, ქვემო არცევი, ხელთუბანი, ზემო ბოშური, იფნარა, ორმოცი, ქორდი, ზეღდულეთი, თერგვისი, მარანა;
 სასმელი წყლის სისტემების მოწყობა – 15 სოფელი;
ბნავისი, გარდატენი, ზემო ქსოვრისი, სვენეთი, ბობნევი, ლევიტანა, ტუსრევი, ყველაანთუბანი, კირბალი, მღებრიანი, ტამი, საყავრე, ფიცესი, წიტელწყარო, ოთარშენი;
 სკვერების კეთილმოწყობა – 19 სოფელი;
აძვი, მუმლაანთკარი, ქვეში, ციცაგიაანთკარი, დიცი, ვარიანი, ვარიანის მეურნეობა, ზემო სობისი, ქვემო სობისი, სათბურის დასახლება, ზერტი, ფაბრიკის დასახლება, ბეთლემი, დიდი გორიჯვარი, ტინისხიდი, თედოწმინდა, ერგნეთი, შერთული, ხიდისთავი;
 საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა – 1 სოფელი;
ახრისი;
 სპორტული სივრცეების კეთილმოწყობა – 7 სოფელი;
ახალდაბა, ქვახვრელი, ქვემო შავშვები, ნადარბაზევი, პატარა ხურვალეთი, შავშვები, ყელქცეული;
 ხიდების, ხიდბოგირების, გადასასვლელების მოწყობა/რეაბილიტაცია – 4 სოფელი;

ქვემო რეხა, ბიისი, გაგლოაანთუბანი, ლული“,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები