ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა დღეს ისრაელში ჩავლენ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ისრაელში დღეს სოლიდარობის ნიშნად ჩავლენ.

ამის შესახებ ევროკომისიაში განაცხადეს.

მოსალოდნელია, რომ ფონ დერ ლაიენი და მეცოლა ისრაელის ლიდერებს შეხვდებიან.

დღეს ასევე თელ-ავივში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანნალენა ბერბოკს ელოდებიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი უკვე ისრაელშია, სადაც ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელელ კოლეგას შეხვდება.

7 ოქტომბერს ისრაელზე “ჰამასის თავდასხმის მხარდასაჭერად თელ-ავივში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჯეიმს კლევერლი 11 ოქტომბერს ჩავიდა, 12 ოქტომბერს კი ვიზიტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განახორციელა, რომელიც დღეს არაბული ქვეყნების რამდენიმე ლიდერს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები