IDF: ისრაელმა ღაზას სექტორში “ჰამასის”კიდევ 750 სამხედრო სამიზნეზე გაანადგურა

ისრაელის თავდაცვის არმიაში განაცხადეს, რომ “ჰამასის” კიდევ 750 სამიზნე გაანადგურეს.

ამის შესახებ IDF-ის სოციალურ ქსელ X-შია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ თავდასხმების სამიზნე იყო „მიწისქვეშა გვირაბები, სამხედრო კომპლექსები და საგუშაგოები, მაღალი თანამდებობის პირების სახლები, რომლებიც მსახურობდნენ სამხედრო შტაბებში, სამხედრო საწყობები, საკომუნიკაციო ოთახები“.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას ყველა მცხოვრებს მოუწოდეს, დატოვონ სახლები და სამხრეთით გადავიდნენ.

გაერო ასეთ გადაადგილებას ,,შეუძლებელს,, უწოდებს “დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები