მარტვილი ღვინის დღეებს მასპინძლობს

მარტვილი ღვინის დღეებს მასპინძლობს. ღონისძიება ქვეყნის მასშტაბით მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით წელს მეორედ იმართება.
მარტვილის ცენტრში ღონისძიება 5 საათზე დაიწყო.
ღვინის დღეების ფარგლებში მოხდა ადგილობრივი ღვინის, ყველისა და თაფლის დეგუსტაცია, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდა ქართული თიხის ძერწვის და მეთუნეობის მასტერკლასები, ღონისძიებაზე ცალკე სივრცე დაეთმო ბავშვებისთვის შემეცნებით აქტივობებს.
ღვინის დღეებზე დღის განმავლობაში შესრულდა ქალაქური სიმღერები.
19 საათზე კი მარტვილის ცენტრში გალა კონცერტი გაიმართა სადაც ნატო გელაშვილმა, ძმებმა ჭოხონელიძეებმა, მირზა მოდებაძემ და ზუკა ხუციშვილის ბენდმა იმღერეს.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილე გივი ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან ერთად დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები