სოფელ აფენში „აფენობა 2023″ სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში „აფენობა 2023″ სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა.

მთელი დღის განმავლობაში კულტურულ-სპორტული და გასართობი აქტივობები მიმდინარეობდა. საჯარო სკოლების წარმომადგენლებისა და საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მიერ, წარმოდგენილი იყო თეატრალიზებული საშემოდგომო კუთხეები.
დამთვალიერებელს, ადგილზე შეეძლო ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნება.
პარალელურად მიმდინარეობდა მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის საფეხბურთო მატჩი და ქართული ჭიდაობა.
გაიმართა ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი.
„აფენობა 2023″, გალა კონცერტით, ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები”-ს მონაწილეობით დასრულდა.
დღესასწაულს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები და ადგილობრივები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები