გაერო: ღაზაში 2 500-ზე მეტი სახლი განადგურდა, 23 000-მდე კი საცხოვრებლად უვარგისია

გაეროს მონაცემებით, ღაზაში ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ესკალაციის დაწყების შემდეგ, 338 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.

მათივე ცნობით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, 2 500-ზე მეტი სახლი განადგურდა, 23 000-მდე კი დაზიანდა და საცხოვრებლად უვარგისია.

ამასთან, როგორც გაეროში აცხადებენ, 7 ოქტომბრიდან ახლო აღმოსავლეთში გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს 12 თანამშრომელი მოკლეს.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო.

თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები