ისრაელის ავიაციამ სირიაში დამასკოსა და ალეპოს აეროპორტები დაბომბა.
ამის შესახებ სირიული გაზეთი – Al-Watan წერს.
„წინასწარი მონაცემებით, დაიბომბა ასაფრენი ბილიკები, ორივე აეროპორტი მწყობრიდან გამოვიდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სხვა დეტალი, ჯერჯერობით, უცნობია.