ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი მედიისთვის ბრიფინგს მართავს, რომელზეც ქვეყნის სამომავლო გეგმებზე, ასევე, ისრაელის კიბუცებში “ჰამასის” სისასტიკეზე საუბრობს.
მისი თქმით, ნაპოვნია ცხედრები წამების ისეთი ნიშნებით, რომელიც აქამდე “არც გვინახავს”.
ჰერცოგის თქმით, ნაპოვნია ხუთკაციანი ოჯახი ერთმანეთზე გადაჯაჭვულები. ისინი ერთმანეთზე ჩახუტებულად დახვრიტეს და დაწვეს.
”მაინტერესებს, რისთვის ლოცულობდნენ, სანამ დახვრეტდნენ”, – თქვა მან და დასძინა, რომ ოჯახი შედგებოდა დედის, მამისა და შვილებისგან.
მისი თქმით, ბევრი ცხედარია ნაპოვნი გზის პირას თხრილებში.
“ისრაელი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მტრის წინაშე აღმოჩნდა”, – თქვა მან.
ამავე დროს, მან თქვა, რომ ქვეყანა ღაზას სექტორში “ჰამასის” წინააღმდეგ დიდი სამხედრო კამპანიისთვის ემზადება.
„ჩემი ერი გლოვობს. ეს ტრაგედია შეეხო ისრაელის, თითქმის ყველა ოჯახს. ეს იქნება ხანგრძლივი და გაჭიანურებული კამპანია, რაც არსებითად არის ხანგრძლივი და გაჭიანურებული კამპანია ISIS-ის წინააღმდეგ”, – თქვა მან.